ქარბუქი, წვიმა, თოვლი - საქართველოში ამინდი მკვეთრად იცვლება
1738586121
„დიფ სთეითის“ დამარცხება ასე მარტივად არ არის და ასე სწრაფად ეს ყველაფერი არ მოხდება. თუმცა იცით, რომ ამ მიმართულებით რაღაც პროცესები დაწყებულია, რაც თავისთავად შეამცირებს იმ გავლენას, რაც აქვს „დიფ სთეითს“ ოპოზიციაზე ჩვენს ქვეყანაში, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ.
„დიფ სთეითის“ დამარცხება ასე მარტივად არ არის და ასე სწრაფად ეს ყველაფერი არ მოხდება. თუმცა იცით, რომ ამ მიმართულებით რაღაც პროცესები დაწყებულია, რაც თავისთავად შეამცირებს იმ გავლენას, რაც აქვს „დიფ სთეითს“ ოპოზიციაზე ჩვენს ქვეყანაში - მედიაზე, სამოქალაქო სექტორზე აისახება დაფინანსების, მხარდაჭერის ნაწილშიც და ესეც გარკვეულ გავლენას მოახდენს ჩვენს ქვეყანაში შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე. თუ ჩვენ გავითვალისწინებთ შეცვლილ პოლიტიკას და დამოკიდებულებას, რომელიც უკვე აქვს აშშ-ის საელჩოს, ნახეთ ის პოსტები, ქარდები, რომელიც მანამდე ქვეყნდებოდა და ახლა შეგიძლიათ ნახოთ ამერიკის საელჩოს ოფიციალური „ფეისბუქ“ გვერდიდან რა განცხადებები კეთდება, რა თქმა უნდა მათაც შეცვლილი აქვთ დამოკიდებულება და აღქმები იმ რეალობის მიმართ, რაც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, რომ გავლენები კიდევ უფრო შესუსტდება, მათ შორის საელჩოსთან მიმართებაშიც“, - აღნიშნა ბოჟაძემ.