ხორვატიაში მე-18 საუკუნეში ჩაძირული ნავი შემთხვევით აღმოაჩინეს

ჩაძირული ნავი შემთხვევით აღმოაჩინეს

ხორვატიაში, შუა საუკუნეების ქალაქ დუბროვნიკის ქვის კედლებთან, მე-18 საუკუნეში ჩაძირული ნავი შემთხვევით აღმოაჩინეს. 

ივან ბუკელიჩი დუბროვნიკის ძველ პორტში წყლის მილის შეკეთებაზე მუშაობდა, როდესაც ზღვის ფსკერზე ხის კონსტრუქცია აღმოაჩინა.

„ახლა უკვე შემიძლია ვთქვა, რომ დუბროვნიკის ძველ ქალაქში ნავი ვიპოვე", - თქვა ბუკელიჩმა

დუბროვნიკი შუა საუკუნეებში ადრიატიკის ზღვაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პორტი იყო და ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად არის გამოცხადებული. 

ასევე, ცნობილია, როგორც HBO-ს სერიალ "სამეფო კარის თამაშების" გადაღების ადგილი.