ცნობილი ქართველი ჟურნალისტი გარდაიცვალა
1734898872
პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას რომ ვუყურებთ ვხვდებით, რომ ძალაუფლების სიგიჟით შეპყრობილი ადამიანია, რომელიც ვერ ემშვიდობება იმ პოზიციას, რომელიც აქვს, - ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი მიმართვა.
„ეს დემონსტრაცია, რომელიც სამწუხაროდ ევროპის სახელით შეფუთეს, არის იმ მიზნობრიობით, რომ ძალაუფლება ხელში ჩაიგდონ იმ პირობებში, როდესაც ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ „არალეგიტიმური პარლამენტი ვერ აირჩევს ახალ პრეზიდენტს, ინაუგურაცია ვერ იქნება და ჩემი მანდატი გრძელდება მანამ, სანამ არ იქნება ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი“.