სიმსივნის ნიშნები, რომელიც შესაძლოა ჭამის შემდეგ გამოვლინდეს
1743091637
თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციაში უთანხმოება გრძელდება - "თავისუფლების მოედანი", რომელმაც ცოტა ხნის წინ კოალიცია "ძლიერი საქართველო" დატოვა და პარტიაც დააფუძნა, აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობაზე ანგარიშვალდებულებას გრძნობენ და ამაზე იმსჯელებენ.
ლევან ცუცქირიძის თქმით, ეს არ არის ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება სამმა ადამიანმა მიიღოს პარტიაში.
"ლელოში" ჯერ ცუცქირიძის განცხადებისთვის არ უპასუხიათ. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ გეგმავს კოალიცია "ცვლილებებისთვის" და "ნაციონალური მოძრაობა".
მმართველ გუნდში კი ისევ აცხადებენ, რომ ოპოზიცური პარტიები გარე ძალების დირექტივას ელოდებიან.
"ჩვენ ვხედავთ, რომ პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიციის დიდი ნაწილი, რომელსაც დღეს ასევე დესტრუქციულ ძალებს ვუწოდებთ, ვერ გრძნობენ პასუხისმგებლობას საკუთარი ამომრჩევლის წინაშე. კარგი არის, რომ ოპოზიციის ნაწილი ამას აცნობიერებს და დაიწყო მსჯელობა ამასთან დაკავშირებით. თუმცა ჩვენთვის, კიდევ ერთხელ ვამბობ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მიიღებს ოპოზიცია ამ არჩევნებში მონაწილეობას თუ არა, ჩვენ დავინახეთ, რომ ეს ხალხი, კონკრეტული ძალები, არ არიან მომართული იმისათვის, რომ დღის წესრიგში ჰქონდეთ საქართველოს განვითარების ამოცანები. ჩვენ ვხედავთ, რომ მათი ამოცანა არის დესტრუქცია, რომ როგორმე გააშავონ საქართველო საერთაშორისო არენაზე და სწორედ ამისკენ არის მათი ძალისხმევა მიმართული", - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე პაატა სალია.