„სიტყვები უძლურია, უფალს ებარებოდეს ლადოს სული...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1759607494
ბასკეთის ნაციონალური პარტიის სენატორი და დამოუკიდებელი დამკვირვებელი, ლუკა ორივეცივარია საქართველოში, გუშინ ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობას აფასებს. მისი თქმით, არჩევნები სამართლიანად, საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტების შესაბამისად ჩატარდა.
"შემიძლია ვთქვა, რომ სამართლიანად ჩატარდა არჩევნები, საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტების შესაბამისად. მინდა დავადასტურო, რომ ეს არჩევნები, წინა ოქტომბერშიც სამართლიანად ჩატარდა და გუშინაც. მუნიციპალური არჩევნები ჩატარდა ნორმალურად, მოქალაქეებს ჰქონდათ საშუალება, თავისუფლად გამოეხატათ დემოკრატიული უფლება, აერჩიათ მუნიციპალური წარმომადგენლები. პარასკევს შევხვდით საქართველოს ცესკოს ოფიციალურ პირებს, რომლებმაც აგვიხსნეს საარჩევნო მექანიზმი. იგი იყო ანალოგური გასულ წლის საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებაში.
ძალიან მაღალ დონეზე დაცული სისტემა არსებობდა. ისეთი ტექნოლოგიები გააჩნია საქართველოს, როგორიც ბევრ ქვეყანას არ აქვს. გუშინ პირადად ვეწვიე 12 საარჩევნო უბანს და რაც ვიხილე, ეს იყო მშვიდობიანი, კარგად ორგანიზებული საარჩევნო დღე და იყო უზრუნველყოფილი მოქალაქეთა დემოკრატიული მონაწილეობა არჩევნებში. დანიშნულ დროს გაიხსნა უბნები, პროცედურა ნორმალურად მიმდინარეობდა. ადამიანებმა ჩვეულებრივად განახორციელეს ხმის მიცემის უფლება და მთელი პროცესი ასე მიმდინარეობდა.
საქართველოს გუშინდელი მუნიციპალური არჩევნები თავისუფალ, სამართლიან, უსაფრთხო, კონკურენტულ და გამჭვირვალე გარემოში მიმდინარეობდა, როგორც დემოკრატიულ ქვეყნებში - საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად, რაც ნიშნავს, რომ საქართველო რჩება ერთგული დემოკრატიის და იმ სურვილისა, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი", - აცხადებს დამოუკიდებელი დამკვირვებელი.