ვხედავთ პროპაგანდას, ისტერიას, რომლის ერთადერთი მიზანი არის, რომ წარმოაჩინონ, თითქოს „ქართული ოცნება“ არის რუსული პროექტი - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

"ჩვენ ვხედავთ პროპაგანდას, ისტერიას, რომლის ერთადერთი მიზანი არის, რომ კვლავ წარმოაჩინონ, თითქოს "ქართული ოცნება" არის რუსული პროექტი და ა.შ. ეს არის ის კინო, რომელსაც ჩვენ 10 წელია ვუყურებთ. ამ კინოს ჰქვია "ნაციონალური მოძრაობა", რომელსაც ხალხმა წაართვა ძალაუფლება და მათ უნდათ, ეს ძალაუფლება დაიბრუნონ",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. 

"ვინმეს ეჭვი გეპარებათ ნინო წილოსანის პატრიოტიზმში?! ეჭვი ნინო წილოსანის პატრიოტიზმში რომ შეაქვთ იმ პარტიის წარმომადგენლებს, რომლის ლიდერებმაც საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვეს და ეჭვი შეაქვთ იმ მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც ამ პერიოდში დაკავებულები არიან საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებით და სხვადასხვა საკითხების დაბრალებით, ეს არის სამარცხვინო",- განაცხადა პაპუაშვილმა. 

ცნობისთვის, გუშინ ქართული ოცნების" წევრმა ნინო წილოსანმა "ფორმულასთან" განაცხადა: "თუ არ ჩავთვლით ოკუპაციას, არ მახსენდება ისეთი შეურაცხყოფა, რაც უკრაინის მთავრობისგან საქართველოს მიადგა".