როგორი ამინდი იქნება ახალი წლის ღამეს - ნახეთ, 31 დეკემბრის ამინდის პროგნოზი
1735155462
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი, ვიზალიბერალიზაციის საკითხის შესაძლო გადახედვის თაობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს არის ქართველი ხალხის მონაპოვარი და ეს არის დამსახურების შედეგი. ამის შესახებ ის "დღის კურიერის" ეთერში საუბრობს.
"ვიზალიბერალიზაცია არის ქართველი ხალხის მონაპოვარი, ქართველების და საქართველოს ევროპულობის შემადგენელი ნაწილი ვიზალიბერალიზაციით არ განისაზღვრება, მაგრამ ეს არის არა კონკრეტული საჩუქარი, რომელიც ბრიუსელისგან მივიღეთ, არამედ ეს არის იმ დამსახურების შედეგი, რომელიც საქართველომ, როგორც ისტორიულ ჭრილში, ასევე დღევანდელობის გათვალისწინებით, ყველა ნაბიჯი და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ევროპასთან და ევროკავშირთან დაახლოებულიყო.
შანტაჟის იარაღად და შანტაჟის ინსტრუმენტად ამ საკითხს ნურავინ გამოიყენებს ქართველი ხალხის მიმართ და ქართველი ხალხის დაშანტაჟებას ნურავინ ნუ მოინდომებს. ეს არ არის ის გზა, რომელიც ამ ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ და დაახლოებისკენ მიიყვანს ჩვენს ურთიერთობებს. არჩევნები ჩატარდება საქართველოში, არჩევნები იქნება შეერთებულ შტატებშიც, დასრულდება ომი უკრაინაში და ბევრი რამ შეიცვლება და ეს ურთიერთობებიც გადაფასდება," - აცხადებს დავით მათიკაშვილი.