პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინაში მიმდინარე ომისთვის სამზადისი დაახლოებით 3 წლის წინ დაიწყო - ზუსტად იგივე დროს დაიწყო მზადება საქართველოში ხელისუფლების ცვლილებისთვის და ხელისუფლებაში ისეთი ადამიანების მოსაყვანად, რომლებიც ქვეყნის ომში ჩართვას მარტივად მოაწერდნენ ხელს,- ამის შესახებ „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების მიერ დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობის - „ხალხის ძალის“ განცხადებაშია აღნიშნული.
მოძრაობაში აღნიშნავენ, რომ არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ევროკავშირის ელჩის ძალისხმევით, საქართველოსთვის 75-მილიონიანი სესხის გაცემაზე იგეგმებოდა უარის თქმა, რაც საარჩევნოდ „ქართული ოცნებისთვის“ ზიანის მიყენებაზე იყო გათვლილი
„ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად დროულად გამოაცხადა, რამაც რადიკალურ ოპოზიციას პოლარიზაციის კიდევ უფრო მეტად ესკალაციის შესაძლებლობა არ მისცა. 43-პროცენტიანი ბარიერის ფორმალიზების პირობებში, მუნიციპალური არჩევნები ბევრად უფრო პოლარიზებულ გარემოში ჩაივლიდა, რაც სწორედ საელჩოს ფავორიტ რადიკალურ ოპოზიციასა და საელჩოს მიერ დაგეგმილ რადიკალურ დღის წესრიგს აძლევდა ხელს;
არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ევროკავშირის ელჩის ძალისხმევით, საქართველოსთვის 75-მილიონიანი სესხის გაცემაზე იგეგმებოდა უარის თქმა, რაც საარჩევნოდ „ქართული ოცნებისთვის“ ზიანის მიყენებაზე იყო გათვლილი. თუმცა, „ქართულმა ოცნებამ“ აქაც ოპერატიულად იმოქმედა, თავადვე თქვა სესხზე უარი და საელჩოს გეგმა ჩაუშალა; - 5 ივლისის პროვოკაციაც თავიდან ბოლომდე საარჩევნო მიზნებს ემსახურებოდა. საელჩომ ამ შემთხვევაში წაუგებელი თამაში ითამაშა - ადვილი გასათვლელი იყო, რომ როგორც ე.წ. პრაიდის ჩატარება, ისე მოსალოდნელი ინციდენტები „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნოდ სერიოზულ ზიანს მიაყენებდა. ფაქტია, რომ ჟურნალისტებზე ძალადობით, რომლის თავიდან აცილება ხელისუფლებისთვის შეუძლებელი იყო, „ქართულმა ოცნებამ“ სერიოზული დარტყმა მიიღო. თუმცა, საბედნიეროდ, ამ დარტყმამ არჩევნების შედეგებზე რაიმე არსებითი გავლენა ვერ მოახდინა;
- ბოლოს, „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ საქართველოში უკრაინიდან საგანგებოდ ჩამოყვანილი მიხეილ სააკაშვილი დააპატიმრა და მას არჩევნების დღის არევის შესაძლებლობა არ მისცა. ვისი დავალებით ცდილობდნენ იმ დღეებში უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები კვალის არევას და იტყუებოდნენ, რომ სააკაშვილი უკრაინაში იმყოფებოდა, საზოგადოებამ თავად განსაჯოს.
შარშან სწორედ ასე ჩავარდა ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლის მცდელობა, რომელიც, სამწუხაროდ, თავიდან ბოლომდე საელჩოდან იყო კოორდინირებული.