ვინც ფაქტობრივ სანქციას აწესებს, იმას ინტერესი არ აქვს, რომ ფორმალური სანქციაც დააწესოს - ირაკლი კობახიძე

კობახიძე

„ფაქტობრივ სანქციასა და სანქციას შორის ერთი განსხვავებაა, როდესაც სანქციას აწესებ ადამიანის მიმართ, მას ვეღარ აშანტაჟებ. ვინც ფაქტობრივ სანქციას აწესებს, იმას ინტერესი არ აქვს, რომ ფორმალური სანქციაც დააწესოს. აქედან გამომდინარე, ალბათობა რამდენად მაღალია, რომ ამას რაიმე მსვლელობა მიეცეს, არ ვიცი, მაგრამ ეს არის ლოგიკა - ვინც აწესებს არაფორმალურ სანქციებს, იმას ფორმალური სანქციები აღარ აწყობს, იმიტომ, რომ თვითონ გამოიცლის შანტაჟის ბერკეტს ხელიდან და თუ ვინმეს რამე უნდა ბიძინა ივანიშვილისგან, რომ რამე გააკეთებინოს ისეთი, რასაც არ აკეთებს, ამისთვის ფორმალური სანქცია არ არის ეფექტური მექანიზმი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი კორუმპირებული ქვეყნის ანტიკორუფციული სააგენტო ვიღაცეებს რაღაცას რომ ედავება, ვინც არ უნდა იყოს და დასასანქცირებელთა სიას რომ დებს, ეს სრული კატასტროფაა. არახამიამ და ანტიკორუფციულმა სააგენტომაც თავის პრობლემებს მიხედოს. როდესაც ასეთი ქვეყნის ანტიკორუფციული სააგენტო რაღაც სიას დებს, ეს უკვე არასერიოზულია,  სასაცილოც კი არ არის.

„მთავარი პარადოქსი აქ ისაა, რომ საერთაშორისო დონეზეა აღიარებული, რომ უკრაინა იხრჩობა კორუფციაში. ეს არ არის მარტო ამ ხელისუფლების პრობლემა, მოჰყვებათ წინა ხელისუფლებებიდან, მაგრამ დღემდე ნული პროგრესი აქვთ ამ კუთხით, დღემდე ითვლება, რომ უკრაინა არის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული სახელმწიფო, რაც რეიტინგებსა და ყველაფერში არის ასახული. როდესაც ასეთი ქვეყნის ანტიკორუფციული სააგენტო რაღაც სიას დებს, ეს უკვე არასერიოზულია, ეს მართლა სასაცილოც კი არ არის. ეს ერთი და მეორე, ეს ხომ ახალი არაფერი არ არის? ამაზე ლაპარაკობს არახამია უკვე თვეებია. ეს, რა თქმა უნდა, მათი დღის წესრიგია და ამის უკან რა იმალება, ესეც ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ ისე, როგორც სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში, აქაც ვერ გავხსნით კარტებს.

ფაქტობრივ სანქციასა და სანქციას შორის ერთი განსხვავებაა, როდესაც სანქციას აწესებ ადამიანის მიმართ, მას ვეღარ აშანტაჟებ. ფაქტობრივი სანქციის პლიუსი, ვინც ფაქტობრივ სანქციას აწესებს, იმას ინტერესი არ აქვს, რომ ფორმალური სანქციაც დააწესოს. აქედან გამომდინარე, ალბათობა რამდენად მაღალია, რომ ამას რაიმე მსვლელობა მიეცეს, არ ვიცი, მაგრამ ეს არის ლოგიკა - ვინც აწესებს არაფორმალურ სანქციებს, იმას ფორმალური სანქციები აღარ აწყობს, იმიტომ, რომ თვითონ გამოიცლის შანტაჟის ბერკეტს ხელიდან და თუ ვინმეს რამე უნდა ბიძინა ივანიშვილისგან, რომ რამე გააკეთებინოს ისეთი, რასაც არ აკეთებს, ამისთვის ფორმალური სანქცია არ არის ეფექტური მექანიზმი, არაფორმალური შეიძლება იყოს თეორიულად და პრაქტიკულადაც, გააჩნია, ვინ არის ადრესატი, მაგრამ ფორმალური სანქცია ამის ბერკეტი ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება.

რაც შეეხება თვითონ თემას იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაცის გამო უნდა დასანქცირდნენ ეს ადამიანები და საუბარი იყო ბიძინა ივანიშვილზე, არგუმენტი ხომ უნდა იყოს მოყვანილი, ერთადერთი რაც მითხრეს, მიწერილია ყველგან ევტუშენკოვის გვარი. იმ ევტუშენკოვის, რომელიც არის ბაიდენის ოჯახთან დაახლოებული პირი, პირდაპირ ბაიდენის შვილის, ანდერ ბაიდენის ბიზნესპარტნიორი და ამ პარტნიორობის და თეთრ სახლთან მჭიდრო კავშირების გამო ამერიკამ არ შეიყვანა ევტუშენკოვი სანქცირებულთა სიაში. წარმოიდგინეთ, ევტუშენკოვი არ შეიყვანეს და ევტუსენკოვტან კავშირის გამო ბიძინა ივანიშვილი შეიყვანეს, ეს ხომ საოცრებაა. მალე შეიძლება ბაიდენის სანქცირებულთა სიაში შეყვანა მოითხოვოს არახამიამ. ეს აბსურდია, ევტუშენკოვი არ შეჰყავს ამერიკას სანქცირებულთა სიაში და არც შეიყვანს, იმიტომ, რომ ბიზნესპარტნიორია, ამ დროს ევტუშენკოვთან ერთი გაუგებარი ზარის გამო, უნდა შეიყვანონ ბიძინა ივანიშვილი და კიდე ათი კაცი, რომელიც სიაშია. ასეთ აბსურდში არიან ესენი შესული. ესეც ხომ პარადოქსია, რომ უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტო ვიღაცას ედავება რაღაცას, თავის კორუფციას მიხედონ, იხრჩობა ქვეყანა კორუფციაში. ორი რამე აქვს მთავარი პრობლემა დღეს უკრაინას, ერთი არის ომი და მეორე კორუფცია, ჯობია, რომ ამ ყველაფერს მიხედონ. ჩვენ ზუსტად მაგ ორი საკითხით ვართ კარგად დაკავებული, მშვიდობა და კორუფციასთან ბრძოლა ეს არის ის, რაც აუცილებლად გაგრძელდება“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.