მაკკეინის კონფერენციაზე შეკრებილია ამ ქვეყნის აბსოლუტურად ყველა პოლარიზატორი - ირაკლი კობახიძე

კობახიძე

მაკკეინის კონფერენციაზე შეკრებილია ამ ქვეყნის აბსოლუტურად ყველა პოლარიზატორი - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.

მისი თქმით, კონფერენცია აგებულია იმ ადამიანების გარშემო, რომლებიც საუბრობენ რევოლუციასა და გადატრიალებაზე და ასეთ პირობებში როგორ უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია, როდესაც პოლარიზატორები არიან წახალისებული.

"დღეს ვახსენეთ მაკკეინის კონფერენცია, სადაც შეკრებილია ამ ქვეყნის აბსოლუტურად ყველა პოლარიზატორი. ეს კონფერენცია ტარდება საერთაშორისო ქოლგის ქვეშ, უამრავი ადამიანი ესწრება, მათ შორის დიპლომატებიც. ეს ხომ გაუგებარი ამბავია, მთავარი პოლარიზატორები არიან შეკრებილი ე.წ. მაკკეინის კონფერენციაზე. ის ადამიანები, რომლებიც რევოლუციაზე საუბრობენ, გადატრიალებაზე, უბედურებაზე და ა.შ. მათ გარშემოა აგებული ეს კონფერენცია და ასეთ პირობებში როგორ უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია, როდესაც პოლარიზატორები არიან წახალისებული.  არიან პოლარიზატორი პოლიტიკოსები -  ნაცმოძრაობა, "ლელო", ვაშაძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ხოშტარია, ამათ ეძახიან ყველგან და იმ პარტიებს არ ეძახიან, რომლებიც მათ შორის პარლამენტშიც არის წარმოდგენილი - "მოქალაქეები", "გირჩი", "ევროპელი სოციალისტები", როცა ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ  ესენი არიან პოლარიზატორები და ისინი არ არიან პოლარიზატორები," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.