პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ვინ მივა საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ დღევანდელ აქციაზე? - ევროკავშირის მიერ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღით ადრე, სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები ერთიანობის დემონსტრირებისთვის ევროპის მოედანზე მიიწვია.
უკვე ცნობილია, რომ დღევანდელ აქციაზე არ იქნება ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის, ნაციონალური მოძრაობის," პარტია „საქართველოსა" და „გირჩის" წარმომადგენლები.
„სალომე ზურაბიშვილმა აირჩია ცოტა უცნაური ფორმა დაპატიჟების, ჯერ ტყუილები ილაპარაკა ჩვენზე და უსაფუძვლო ბრალდება მოისმინეთ, რომ თურმე ჩვენ დესტრუქციას ვეწევით. რომ არ ყოფილიყო ბრიფინგზე ჩვენი ლანძღვა და მთავარი მესიჯი ბიძინა ივანიშვილი და რომ ყოფილიყო მიძღვნილი ქვეყნის ინტერესებს, ჩვენ, რაღა თქმა უნდა, შევხვდებოდით," - განაცხადა ენმ-ის წევრმა ბაჩო დოლიძემ.
„2 აქცია ტარდება, სადაც 2, იქ 3, ჩვენ 18-ში ვიქნებით," - აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა.