ქალი, რომელმაც 9/11 იწინასწარმეტყველა, 2025 წლის შესახებ საუბრობს - Daily Mail
1745097703
ვინ არის წულუკიანი ან მისი კომისია, რომ მე მიბარებს? მეც ვიბარებ რუსთაველზე, ქართველ ხალხთან და მოვიდეს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, „არანაირი ლეგიტიმური პარლამენტი არ გვყავს“.
„შესაბამისად, არც კომისია არსებობს. ეს არის ივანიშვილის ჯიბის პარლამენტი. ე.წ. კომისია კი, ღალატის გარდა, არაფერს ნიშნავს. ეს არის პროპაგანდის ნაწილი, რომლითაც ცდილობენ ხალხის ყურადღების გადატანას მათ მიერ შექმნილი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან. ვინმეს პასუხი თუ უნდა, კეთილი ინებოს და ხალხს მოუსმინოს რუსთაველზე. იქ გაიგებენ სიმართლესაც და პასუხსაც“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.