,,მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ელჭექი” - ამინდი უარესდება
1752640008
17 ევროპული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის წერილის საპასუხოდ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გუშინდელ განცხადებას პოლიტიკოსები აფასებენ.
მორიგ გზავნილს აბსურდად მიიჩნევს ოპოზიცია, თავად მმართველ გუნდში კი თვლიან, რომ პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ წერილში ზუსტი აქცენტები დასვა და ევროპელი მაღალჩინოსნების გზავნილში არსებულ ცრუ ბრალდებებზე აკეთებენ აქცენტს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსის, ვახტანგ ჩოჩიას განცხადებით, 18 ევროპარლამენტარი საქართველოში დესტრუქციის შემოტანას ცდილობს.
"ვიხილეთ, 18 ევროპელი სუბიექტის მიერ გაკეთებული მორიგი უპასუხისმგებლო განცხადება, რომელიც ემსახურება ერთის მხრივ, საქართველოში დეზინფორმაციის მეორეს მხრივ კი ძალადობის წახალისებას.
მიზანი მარტივი და ნათელია, ისინი ცდილობენ ყველანაირ ფასად მოახდინონ ხელისუფლების დისკრედიტაცია. ვხედავთ, მათ მიერ არსებულ მზაობას, რომ ყველანაირი ფორმით ჩაშალონ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და შემოიტანონ დესტრუქცია", - განაცხადა ვახტანგ ჩოჩიამ.