დაღუპულია 23 წლის ბიჭი - ტრაგედია გონიოში
1752696309
ევროკავშირ-ამერიკის ორი მოკავშირე, სირია და ისრაელი კი ხედავთ, ბომბავენ ერთმანეთის შენობებს და ჩვენ რაზე დაგვდევენ, სასაცილოა, ეკა გიგაურს და ნინო ლომჯარიას რომ არ გადავაყოლეთ ქვეყანა... აქაც კარგად ჩანს ყველაფერი. არ გეგონოთ რომ ქართველმა ხალხმა არ ვიცით და ვერ ვხედავდით, როგორ ჩარბოდით ენჯეოები და ოპოზიცია ცრუ დანოსებით, რომ საქართველოსთვის ძირი გამოგეთხარათ, - ასე ეხმიანება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, გიორგი ჩიმაკაძე, ევროკომისიის მიერ გამოგზავნილ წერილს.
მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ოპოზიციას არ უნდა ჰქონდეთ იმის იმედი, რომ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს სხვას გადააბრალებენ. ქართველი ხალხი აუცილებლად აჩვენებს, თუ ვისია ქვეყანა. „ევროკავშირ-ამერიკის ორი მოკავშირე სირია და ისრაელი კი ხედავთ ბომბავენ ერთმანეთის შენობებს და ჩვენ რაზე დაგვსდევენ სასაცილოა, ეკა გიგაურს და ნინო ლომჯარიას რომ არ გადავაყოლეთ ქვეყანა... აქაც კარგად ჩანს ყველაფერი. არ გეგონოთ რომ ქართველმა ხალხმა არ ვიცით და ვერ ვხედავდით როგორ ჩარბოდით ენჯეოები და ოპოზიცია ცრუ დანოსებით რომ საქართველოსთვის ძირი გამოგეთხარათ. არ გეგონოთ რომ ეხლა ვინმე სხვას დააბრალებთ მაგათ. თუ დადგა მომენტი რომ შედეგს მიაღწიეთ და ქვეყანას ძირი გამოუთხარეთ მერე განახებთ ქართველი ხალხი ვისიცაა ეს ქვეყანა“,- წერს გიორგი ჩიმაკაძე.
ცნობისთვის, ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილი გამოუგზავნა, სადაც იმ რვა რეკომენდაციის ჩამონათვალია, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს, რათა უვიზო მიმოსვლის რეჟიმს საფრთხე არ შეექმნას. წერილში ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების გაუქმებაა.
დაღუპულია 23 წლის ბიჭი - ტრაგედია გონიოში
1752696309
პაატა იმნაძე მოსახლეობას აფრთხილებს
1752699149