დაღუპულია 23 წლის ბიჭი - ტრაგედია გონიოში
1752696309
საყოფაცხოვრებო ნივთების გამოტანა ათონელის 10 ნომერში მცხოვრებლებმა დილიდან დაიწყეს. რკინის ჯებირი დროებით გაიხსნა მათთვისაც, ვისაც ავარიული შენობის პირველ სართულზე მაღაზიები აქვს, მოვაჭრეებმა საწყობებიდან გადარჩენილ პროდუქციის გამოტანა შეძლეს. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შენობაში ჯერჯერობით მხოლოდ მეოთხე და მეხუთე სადარბაზოს მოსახლეობა ვერ შედის.
როგორც ადგილობრივები "კურიერთან" საუბარში ჰყვებიან, კორპუსის ავარიულობის შესახებ ინფორმაცია ყველა მაცხოვრებელს ჰქონდა, თუმცა ოჯახების უმეტესობამ დამატებითი ფართები მოითხოვა და მერიის პროგრამით სარგებლობაზე უარი თქვა.
ამ დროისთვის, დაზიანებული შენობიდან 55 ოჯახი სხვადასხვა სასტუმროშია გაყვანილი, თითოეულთან ახლა მოლაპარაკებები მიმდინარეობს. სამართლებრივი და ტექნიკური პროცედურების დასრულების შემდეგ, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე ავარიული კორპუსის დემონტაჟი დაიწყება.
დედაქალაქის მთავრობის დღევანდელი სხდომა, კახა კალაძემ თბილისში არსებულ ავარიულ სახლებზე და ჩანაცვლების პროგრამაზე საუბრით დაიწყო. მერის თქმით, ასეთ კორპუსებში მცხოვრები ადამიანების ნაწილი გამგეობასთან არ თანამშრომლობს, ითხოვს იმაზე უფრო მეტ ფართს, ვიდრე მათი საცხოვრებელი სახლია, რისი უზრუნველყოფაც თბილისის მერიას არ შეუძლია. კახა კალაძემ, დღეს, ავარიული კორპუსებიდან მოსახლეობის გამოყვანის წესზეც ისაუბრა.
სადგურის მოედანზე ავარიული სახლის ჭერის ფასადი ორი დღის წინ ჩამოინგრა, შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 1 კი დაშავდა. 49 წლის ქალი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. მომხდარ ფაქტზე გამოძიება 240- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.