„შენთან ერთად სამყაროს ხელახლა აღმოვაჩენ...“ - რა ფოტოებს აქვეყნებს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე
1782676800
ძალადობა იქნება სისტემური, ვიდრე ის არ დაისჯება თავად იმ ადამიანებში და სტრუქტურებში, ვინც ძალადობაზეა პასუხისმგებელი, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, დეპუტატი ვიკა ფილფანი სოციალურ ქსელში წერს.
„26 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გენერალური პროკურორისა და შინაგან საქმეთა მინისტრის თვალწინ მოხდა წინასწარ დაგეგმილი, ორგანიზებული, ჯგუფური თავდასხმა საქართველოს პარლამენტის წევრებზე, რასაც ჯერჯერობით არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.
ძალადობა იქნება სისტემური მანამდე, სანამ ის არ დაისჯება თავად იმ ადამიანებში და სტრუქტურებში, ვინც ძალადობაზეა პასუხისმგებელი.
არც ერთი მანდატი არ არის ინდულგენცია სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისას. არც სპორტული ტიტულებია ძალადობის საშვი.
სისტემურ დაუსჯელობას ახალისებს სწორედ მაღალჩინოსანთა დაუსჯელობა!
ქვეყანაში, სადაც კრიმინალები და სამართალდამცავები გვერდიგვერდ სჩადიან ჯგუფურ დანაშაულებს, ამის მთავარი ავტორი არის თავად ხელისუფლება და პარლამენტარები, რომლებიც თავად სჩადიან კრიმინალს!
მზია ამაღლობელი მეორე წელია, ციხეშია, მხოლოდ ერთი მიზეზით – პოლიციელის მუნდირს ამოფარებულ უღირს „კაცს“ შეურაცხყოფაზე სილით უპასუხა!
ხოშტარია ციხეშია მხოლოდ იმიტომ, რომ 100-ლარიან ბანერზე ფლომასტრით არაშეურაცხმყოფელი შინაარსის წარწერა გააკეთა!
20-21 წლის ბიჭები ციხეში არიან მხოლოდ იმიტომ, რომ აქციაზე იდგნენ!“, – წერს ფილფანი.