„შენთან ერთად სამყაროს ხელახლა აღმოვაჩენ...“ - რა ფოტოებს აქვეყნებს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე
1782676800
მეცნიერების თქმით, პარაზიტი, სახელწოდებით Toxoplasma gondii მსოფლიოში მოსახლეობის დაახლოებით მესამედს აინფიცირებს და ტოქსოპლაზმოზს იწვევს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ საკითხს სათანადო ყურადღება არ ეთმობა.
ტოქსოპლაზმოზი არის დაავადება, რომელიც ვითარდება პარაზიტ ტოქსოპლაზმა გონდით ინფექციის შედეგად. დაავადება უმეტეს შემთხვევაში სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს, თუმცა ზოგ ადამიანში თვალის სერიოზულ დაზიანებას, მხედველობის გაუარესებასა და სიბრმავესაც კი იწვევს. ის გლობალურად თვალის შიდა ინფექციის ყველაზე გავრცელებული მიზეზია.ადამიანის სხეულში პარაზიტი სხვადასხვა გზით შეიძლება მოხვდეს. ერთ-ერთი მთავარი წყარო თერმულად არასაკმარისად დამუშავებული ხორცია, ასევე კატის ფეკალიები.
დაავადების შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამაა უცნობი. ტოქსოპლაზმოზის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს, მკურნალობის ერთიანი სტანდარტიც ჯერ არ არის შემუშავებული, ხოლო კვლევებისთვის გამოყოფილი დაფინანსება სხვა მსგავსი დაავადებებისას მნიშვნელოვნად ჩამორჩება.
არსებული მონაცემებით, ტოქსოპლაზმოზით ყოველწლიურად დაახლოებით 190 000 ბავშვი იბადება. დაავადების ყველაზე მძიმე შედეგები კი იმ რეგიონებში ფიქსირდება, სადაც ჯანდაცვასა და სანიტარიულ პირობებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდულია.