„შენთან ერთად სამყაროს ხელახლა აღმოვაჩენ...“ - რა ფოტოებს აქვეყნებს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე
1782676800
ძველ ბულვარში არსებული ბამბუკების ნაკრძალის განახლების მიზნით დეკორატიული გარეგანათების მოწყობის პროექტი მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში ბამბუკების კორომში თანამედროვე დიზაინის დეკორატიული სანათები დამონტაჟდება, რომლებიც არსებულ ლანდშაფტთან სრულ თანხვედრაში იქნება და გამწვანებულ სივრცეს ღამის საათებში განსაკუთრებულ იერს შესძენს.
ბამბუკების მწვანე ნაკრძალი ბულვარის ერთ-ერთი გამორჩეული სივრცეა. პროექტის დასრულების შემდეგ განახლებული ადგილი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება ბაღის ვიზიტორებისთვის, როგორც დღის, ასევე საღამოს საათებში.
დეკორატიული განათების მოწყობა ხელს შეუწყობს ბათუმის ბულვარის ისტორიული სივრცის უკეთ წარმოჩენას და მისი ვიზუალური გარემოს გაუმჯობესებას.