როგორი ამინდი იქნება 23 მაისს - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
1747945493
„ვიღაც გამოვარდება, რაღაც გააკეთებს განცხადებას იმიტომ, რომ ეტყობა დიდი ხანია არსად არ მომხდარა მედიაში და უნდა ვიღაცამ ყურადღება მიაქციოს...“, - ამის შესახებ პარტია ,,გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ გედევან ფოფხაძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„როგორ შეიძლება რამეზე ილაპარაკო, რამე დაძაბულობაზე ან რაღაც სიტუაციის გამძაფრებაზე, როცა პოლიტიკური მიზანი არ გაქვს", - განაცხადა რაქვიაშვილმა.
ცნობისთვის, 26 მაისის მოახლოებასთან ერთად, პარტიების ლიდერები, რომლებმაც შეკრება დაგეგმეს და ამ საკითხზე კონსულტაციებს სალომე ზურაბიშვილთან გადიან, საკუთარ გეგმებზე საჯაროდ საუბრობენ.
ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრმა გედევან ფოფხაძემ ახსენა პროცესების რადიკალიზაცია, შენობების პიკეტირება, მსხვერპლი და ტყვიები.