VIDEO: „ვაკელებო გაიღვიძეთ... მოინანიეთ ცოდვები ყველამ, მონასტერში წადით“ - „ალტ-ინფოს“ მხარდამჭერები

„ვაკელებო გაიღვიძეთ... მოინანიეთ ცოდვები ყველამ, მონასტერში წადით“ - „ალტ-ინფოს“ მხარდამჭერების ვიდეოს „ტაბულა“ აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ „ალტ-ინფოს“ მხარდამჭერები ევროკავშირის ოფისიდან მსვლელობით ისევ პარლამენტთან მივიდნენ.

თავდაპირველად „ალტ-ინფოს“ მხარდამჭერები სწორედ პარლამენტთან შეიკრიბნენ, სადაც სიტყვით გამოსვლები გაიმართა. მოგვიანებით, შეკრებილებმა მსვლელობით ჯერ “ქართული ოცნების” ოფისთან გადაინაცვლეს, შემდეგ კი ევროკავშირის ოფისთან მივიდნენ, სადაც ევროკავშირის დროშა დაწვეს.