VIDEO: უსუფაშვილი რომ გიცავს, უკვე დამთავრებულია შენი საქმე! მაინტერესებს რატო აექავა ენა?! - მაია ორჯონიკიძე

Maia

ვახო ხუზმიაშვილის „თავისუფალ თემაში“ ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი მაია ორჯონიკიძე იმყოფებოდა სტუმრად.

ორჯონიკიძემ ნაციონალური მოძრაობის წევრების ნაწილი ღალატში დაადანაშაულა და თქვა, რომ ყველაფერს სახელი უნდა დაერქვას.

„რაღაცებს უნდა დაერქვას სახელი. რა საკვირველია ეს არის ღალატი. არამხოლოდ მიხეილ სააკაშვილის მიმართ, არამედ იმ ცნების იმ მოდუსის, რასაც შეადგენდა ის 9 წელიწადი " - ამბობს ორჯონიკიძე.

მისი თქმით, დათო უსუფაშვილის არაფერი ეკითხება „ნაციონალურ მოძრაობის“ გადაწყვეტილებები.

„ვინ ეკითხება დათო უსუფაშვილს, რატომ აექავა ენა? ვის იცავს, ნიკა მელიას, თუ ნაციონალურ მოძრაობას ნონა მამულაშვილისგან? ძალიან კარგად უპასუხა ნონა მამულაშვილმა. „ყველამ თავის ჩონჩხს მიხედოს შკაფშიო“... გადასარჩენია ქვეყანა, სასწრაფოდ გადასარჩენია სააკაშვილი“,- თქვა ორჯონიკიძემ.