გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
ქვეყნის მთავარ გამზირზე აქციის მონაწილეებმა შეკრება 15:00 საათიდან დაიწყეს.
"არა რუსულ კანონს!"- ამ გზავნილით ადგილზე იმყოფებოდნენ სტუდენტები, "ქალების მარშის" მონაწილეები, მოქალაქეები, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები. აქციის მონაწილეებმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნეს, რომ ქალები არ დათმობენ ქვეყნის ევროპულ არჩევანს.
მალევე ტრიბუნა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაიკავეს. ამ შემთხვევაშიც ოპოზიციის მოსაზრება ორ ნაწილად იყოფოდა.
გიორგი ვაშაძემ მისი თქმით ორგანიზატორების მოთხოვნები გააჟღერა - კანონის უკან გახმობა და უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლება. ამისთვის მათ ხელისუფლებას 1 საათი მისცეს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი ეს მოთხოვნები არ შესრულდება, როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, საერთო ოპოზიციური სახელით შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით, განცხადება გაკეთდებოდა.
ულტიმატუმის ამოწურვის შემდეგ, პოლიტიკური ლიდერებისა და აქციის ორგანიზატორების გადაწყვეტილებაზე, ისევ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ისაუბრა.
მისი თქმით, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გადაინაცვლონ პარლამენტის შესასვლელებთან. გიორგი ვაშაძემ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, პარლამენტის შენობას ალყა შემოარტყან.
მოვლენების პარალელურად, განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყება აქციის მონაწილეებს, ორგანიზატორებსა და პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებდა, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.
ქვეყნის მთავარ გამზირზე სიტუაცია მალევე დაიძაბა, მომიტინგეების გარკვეულმა ჯგუფმა დაიწყეს პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება.
აქციასთან დაკავშირებით, განცხადებები გავრცელდა მმართველი ძალის მიერ. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ განაცხადა, რომ "მომიტინგეების გარკვეულმა ჯგუფი სპეციალურად არის მომზადებული მოლოტოვის კოქტეილებით, ქვების დაშენისთვის, შენობაში შეჭრისთვის, ეს არის უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაული"-აღნიშნა კობახიძემ.
აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმს შორის ვითარება რამდენჯერმე უკიდურესად დაიძაბა. ადგილზე მედიას მუშაობა დაძაბულ ვითარებაში უწევდა.
პარალელურად კეთდებოდა განცხადებები როგორც ქართველი ისე ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან.
დასავლელი პარტნიორები აღნიშნავდნენ, რომ აგრძელებდნენ საქართველოში მიმდინარე პროტესტებისა და მოვლენების ახლოდან დაკვირვებას. ასევე ისინი მოუწოდებდნენ ყველა მხარეს, აერიდებინათ ესკალაციური ან ძალადობრივი აქტებისთვის.
ამასთან, გიორგი ვაშაძის განცხადებას მოჰყვა ბრალდებები და კრიტიკა. ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ოპოზიციონერი დეპუტატი ძალოვან სტრუქტურებთან კავშირშიც კი დაადანაშაულა.
გვიან ღამით, აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს, რის გამოც გზის სავალი ნაწილის პარალიზებაც მოხდა.
გარდა ამისა, რუსთაველზე განლაგებულმა მომიტინგეებმა, ეროვნული მუზეუმის კარები შეამტვრიეს, რის გამოც აუცილებელი გახდა ექსპონატების საცავში გადატანა.
დემონსტრანტებმა, ძალოვანი უწყებების ავტომობილი ამოაყირავეს, რომელიც დაიწვა.
ამასთან, აქციიდან გავრცელდა ფარული ვიდეო ჩანაწერები, სადაც ჩანს თუ როგორ გეგმავენ ცალკეული პირები საკანონმდებლო ორგანოში შეჭრას. ვიდეოში ფიგურირებენ, გედი ფოფხაძე, აკია ბარბაქაძე და სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი.
გვიან ღამით, სპეცრაზმმა დაიწყო აქციის მონაწილეების დაშლა, იყო დაკავებები. ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე მოძრობა სრულად აღდგენილია. გადაადგილება შეუძლია მუნიციპალურ ავტოტრანსპორტსაც.
ქვეყნის მთავარ გამზირზე მიმდინარეობს დასუფთავების სამუშაოები, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, სრულად მოხდა თუ არა ბარიკადებისგან ტერიტორიის გაწმენდა.