„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
მომიტინგეების ნაწილი ამ დროისთვის მეტრო "რუსთაველთან" იმყოფება - დემონსტრანტებმა ადგილზე ნაგვის ურნებისგან ბარიკადები აღმართეს. ადგილზე იწვის ნაგვის ურნები და სხვადასხვა ნივთი.
აქციის მონაწილეების ნაწილი კი კოსტავას ქუჩაზე გადავიდა.
პარალელურად, მიმდინარეობს მოქალაქეების დაკავება.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია კი თითქმის მთლიანად სამართალდამცველებს აქვთ დაკავებული.
სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირის მონაკვეთი, რომელსაც ბოლო რამდენიმე საათის მანძილზე, აქციის მონაწილეები იკავებდნენ, წყლის ჭავლის გამოყენებით გაათავისუფლა.
შეგახსენებთ, თბილისში მოქალაქეები აპროტესტებენ ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტს, რომელსაც პარლამენტმა პირველი მოსმენით 7 მარტს დაუჭირა მხარი. დღეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გაახმოვანა გადაწყვეტილება პარლამენტის შენობის ალყაში მოქცევის შესახებ. სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი მომიტინგეების წინააღმდეგ, 7 მარტის მსგავსად, დღესაც არაერთხელ გამოიყენა.