ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
„გიორგი ვაშაძე არის ჩვეულებრივი ჯაშუში, ის არ არის უცხოური გავლენის აგენტი, მიხეილ სააკაშვილიც არის ჯაშუში. არ მინდა ამ თემაში შესვლა, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს ვისია, ჩრდილოეთ კორეის, რუსეთის თუ ავსტრალიის. ჯაშუში ჯაშუშია და ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად უნდა გააცნობიეროს - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.
მისი თქმით, „ხალხის ძალის“ კანონპროექტმა ერთი კარგი რამ მოიტანა - საბოლოო ჯამში გაირკვა, რომ აგენტის, ჯაშუშის იარლიყი ყველა შემთხვევაში სათაკილოა. მისივე თქმით, შემდეგი ნაბიჯი და შედეგი იქნება ის, რომ გიგა მაქარაშვილს და პოლარიზაციას აღარ დააფინანსებენ კეზერაშვილთან ერთად კონკრეტული წყაროები. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. „ერთი კარგი რამ, რაც მოიტანა ამ კანონმა არის ის, რომ საბოლოო ჯამში გაირკვა, რომ აგენტის, ჯაშუშის იარლიყი, (ჯაშუშთან იყო ასოცირებული აგენტი) ყველა შემთხვევაში სათაკილოა, ვისი ჯაშუში და აგენტიც არ უნდა იყო. ეს არის ერთი შედეგი, რომელიც ამ კანონით უკვე მივიღეთ.
შემდეგი ნაბიჯი და შედეგი იქნება ის, რომ გიგა მაქარაშვილს და პოლარიზაციას აღარ დააფინანსებენ კეზერაშვილთან ერთად კონკრეტული წყაროები. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. გარწმუნებთ, ყველაფერი ჩაივლის, გულწრფელი პროტესტიც საბოლოო ჯამში გადაიზრდება ინფორმირებულ გადაწყვეტილებებში. აქ მოხდა რა, აიღეს და დაბრენდეს რუსული კანონი. შინაარსში საერთოდ არავინ შედიოდა. როგორც კი ემოციები დაცხრება, ხომ გაიგებს საზოგადოება, რომ ილიას უნივერსიტეტის ლექტორი, სამარცხვინო კაცი, სახელი და გვარიც არ მინდა ვთქვა, არც მახსოვს, ატყუებდა სტუდენტებს და ფართო საზოგადოებას, ათიდან ათ ტყუილს. საზოგადოება ამას საბოლოო ჯამში გაიგებს, როგორც კი ემოციები დაცხრება“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.