დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
,,მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით გსმენიათ, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის" ხელში ჩაგდება უნდა?", - გადაცემა ,,თავისუფალი სივრცის" წამყვანის, ვახო ხუზმიაშვილის კითხვაზე, ,,კანონი და სამართლის" ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა უპასუხა, რომ მსგავსი რამ, სმენია.
,,მსმენია, მსმენია... ჩემ სიცოცხლეში ტყუილი არ მითქვამს. მე არ ვამბობ, რომ ხელში ჩაგდება, მე ასეთ ინტერპრეტაციას არ გავაკეთებდი, არ მიყვარს ადამიანებს ასეთი რამ დავაბრალო. ეს არის პოლიტიკური სვლები და ის პოლიტიკურად ცუდი სვლაა, რასაც ჰქვია, ნიკა მელიამ თვალსა და ხელს შუა გაყიდა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და ვიღაცა ოპონენტმა, შეიძლება ის სვლა გამოიყენოს, მით უმეტეს, თუ ის ბიზნესშია.
სხვათა შორის, მე გუშინ წინ მოვისმინე ხაზარაძის ღია განცხადება - ,,ჩამაბარეთ და შვეიცარიად ვაქცევო", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძის აღნიშნული განცხადება, ნიკა მელიას განცხადებით იყო განპირობებული.
თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ ნიკა მელიას სურვილია, მამუკა ხაზარაძე ჰყავდეს გვერდით.
,,როგორ გამოიყენებდა ამას მამუკა ხაზარაძე, ვერაფრით გავამტყუნებდი, იმ ტიპის პოლიტიკური ფიგურა ამაზე იტყოდა, რომ კი ბატონო, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა გადაცემაში ,,ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე".