VIDEO: თაკო ჩარკვიანმა მეუფე იაკობი ჯალათს შეადარა

იაკობი

„მეუფე კი არა ჯალათად მყოფი საერო პირია. ანაფორა უნდა გახადოს ეკლესიამ“, - ასე აფასებს  პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი მეუფე იაკობის  განცხადებას, რომლის თქმითაც, მიხეილ სააკაშვილზე უარესი ავადმყოფები არიან ციხეებში.

„ეს ახლა ეკლესიის წარმომადგენელი საუბრობდა? მეუფეს, რომ გამოეკიდებიან რევანშით და გაასამართლონ სხვა ხელისუფლება, რომ მოვა - მოეწონება?

მეუფე კი არა ჯალათად მყოფი საერო პირია. ანაფორა უნდა გახადოს ეკლესიამ“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა მეუფე იაკობის შესახებ გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ საუბრისას.

ცნობისთვის, მეუფე იაკობმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა.

მეუფეს თქმით, ხალხის უმრავლესობა ფიქრობს რომ ეგ ადამიანი, არის იქ სადაც უნდა იყოს. 

„თუ ისეთი დაავადება აქვს, გადაყვანა სჭირდება, ვინ არ გადაიყვანს, ასატკივარი თავი ვის აქვს?“, - ამბობს მეუფე იაკობი.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ძალიან დიდი წონა ჰქონდა, კარგია თუ დაიკლებს - მეუფე იაკობი მიხეილ სააკაშვილზე

👉 ცარიელი ევროკავშირი რად გვინდა, თუ შიგნით სიმშვიდე არაა, გვითხრას ევროკავშირმა რა უნდათ და რა გავაკეთოთ - მეუფე იაკობი