VIDEO: „რაც ემეტებოდათ საკუთარი ხალხისთვის, ის მოხდა მათ პარტიაში...“ - არჩილ თალაკვაძე ,,ნაციონალურ მოძრაობაზე"

არჩილ თალაკვაძე

„ხაბეიშვილმა გააკეთა ღამით ბრიფინგი და თქვა, არცერთი წუთი არ გვაქვს დასაკარგიო, აქედან აქციის დრომდე 2700-ზე მეტი წუთი იყო დარჩენილი. ეს ადასტურებს რაოდენ კომიკური ადამიანები იბრძვიან პარტიისთვის. ეს გაფიქრებინებს, რომ პარტია დაშლის პირასაა", - ასე გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილის მიერ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით დაანონსებულ აქციას არჩილ თალაკვაძე ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში - „თავისუფალი სივრცე“.

სტუმარმა ,,ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელ მდგომარეობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ პარტიის ხელმძღვანელობისთვის დღეს კომიკური პირები იბრძვიან. 

„ნაციონალურ მოძრაობას არც ერთი მომავლის ლიდერი არ ჰყავს, არ აქვს მომავლის დღის წესრიგი, ვერ გაიხსენებთ ვერც ერთ ამოცანას, ინიციატივას, მიზანს, რომელიც ამ პარტიას მომავალთან აკავშირებს. პარტიის დაშლის მიზეზია ასევე მისი დესტრუქციული ბუნება. ის რასაც ისინი უკეთებდნენ საკუთარ ქვეყანას, რაც ემეტებოდათ საკუთარი ხალხისთვის, ის მოხდა მათ პარტიაში. ნორმალურად ჩატარებული არჩევნების შემდეგ ხელახალ არჩევნებს ითხოვდნენ და მიიღეს ხელახალი არჩევნები საკუთარ პარტიაში. ითხოვდნენ კანონიერად არჩეული ხელისუფლების გადაყენებას და საკუთარი ლიდერის გადაყენებით არიან დაკავებული დღეს. ასეა, რაც დათესეს, იმას იმკიან“, - განაცხადა გადაცემაში არჩილ თალაკვაძემ.