წმინდა დიდმოწამის, გიორგის სასწაული, რომელიც ახლო წარსულში მოხდა
1732308814
მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები დღეს ან ხვალ, სასამართლოს, ექსპრეზიდენტის სასჯელისგან გათავისუფლების და სასჯელის გადავადების შუამდგომლობებით მიმართავს.
საკააშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნას ელოდება სახალხო დამცველიც. არ არის გამორიცხული, სასამართლო მეგობრის სტატუსით, ლომჯარიამ სასამართლოს მიმართოს.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ომბუდსმენი პრეზიდენტს შეხვდა და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
"ველოდები სამედიცინო დასკვნას, ჩვენამდე ეს დასკვნა, თუმცა სახალხო დამცველს აქვს შესაძლებლობა, თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ არის განსასჯელის გადავადების, ან განსასჯელისგან გათავისუფლების საფუძველი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, შეგვიძლია მივმართოთ სასამართლო მეგობრის მოსაზრებით, ან რეკომენდაციით შესაბამის უწყებებს. ეს გაგვიკეთებია ანალოგიურ შემთხვევებში და არ გამოვრიცხავ, თუ საჭირო გახდა, ამ შემთხვევაშიც გავაკეთოთ,"- აცხადებს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.
მმართველ გუნდში კი, სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მიკერძოებუყლობაში ადანაშაულებენ.
"გაცილებით მძიმე ავადმყოფები რომ არიან პენიტენციურ სისტემაში, პატიმრები, მათთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს სახალხო დამცველს. არც მოუნახულებია არც ერთი. მე რომ ვამბობდი და ძალიან ეწყინა - ნაცების სახალხოდ დამცველია და არა სახალხო დამცველი-თქო. დამერწმუნეთ, რომ სამწუხაროდ, არაერთი პატიმარია მიხეილ სააკაშვილზე მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობით, თუმცა ის ხალხი არ აინტერესებს სახალხო დამცველს, მას აინტერესებს მიხეილ სააკაშვილი,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.