VIDEO: რატომ შედიან რუსული ტანკები უკრაინაში საბჭოთა სიმბოლიკიანი დროშებით - ექსპერტის პასუხი

რუსეთი

კიევში ოკუპანტები საბჭოთა კავშირის დროშებით შედიან, აღნიშნულის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. რას ნიშნავს რუსეთის მიერ საბჭოთა კავშირის დროშის დემონსტრირება? - როგორც პოლიტიკის ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე „პრაიმტაიმთან“ აცხადებს, რუსეთი საბჭოთა კავშირის დაბრუნებას იწყებს.

„ეს ფაქტი სრულიად თანხვედრაშია პუტინის ქმედებასთან. რუსეთი უკრაინაში დღეს საბჭოთა კავშირის დროშებით შედის, ეს იმის განაცხადია, რომ იწყება საბჭოთა კავშირის, როგორც სახელმწიფოს, რეალიზაცია.

ბალტიის ქვეყნებიც ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ დგანან. თუ რუსეთი დაიმორჩილებს უკრაინას, მას საქართველოში შემოსვლას ვინ დაუშლის? მას აქ შემოსასვლელად აბსოლუტურად არანაირი წინააღმდეგობა არ დახვდება. იმედი მაქვს, უკრაინა რუსეთთან წინააღმდეგობას გააგრძელებს, რადგან კრიტიკული პროცესები რუსეთშიც მიდის, იქ საქმე მარტივად ნამდვილად არაა“,- განაცხადა ძაბირაძემ.

ცნობისთვის, გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. ზელენსკიმ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საკონტროლო პუნქტებზე სარაკეტო იერიშის მიტანის გადაწყვეტილება მიიღო.