7 რამ, რაც ბავშვებს გენეტიკურად მხოლოდ მამისგან გადაეცემათ
1792699875
25 თებერვალს, ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრაზე უკრაინის ელჩს იგორ დოლგოვს უმასპინძლა. მათ განიხილეს უკრაინაში მიმდინარე სიტუაცია და გამოხატეს ევროკავშირის სრული სოლიდარობა უკრაინის მოსახლეობისადმი.
ელჩებმა დაგმეს რუსეთის საფუძველს მოკლებული და გაუმართლებელი სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და გამოხატეს ღრმა მწუხარება ადამიანების დაღუპვისა და ტანჯვის გამო.
ჰარცელის თქმით, ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები გააგრძელებენ რუსეთის აგრესიაზე მკაცრ რეაგირებას, მათ შორის მიზანმიმართული შემზღუდავი ზომების დაწესებისა და უკრაინის მხარდაჭერის საშუალებით.