უკრაინულმა ავიაციამ ხერსონის ოლქში მტრის ჯგუფებს დარტყმა მიაყენა - უკრაინის გენშტაბი

უკრაინა

უკრაინულმა ავიაციამ ხერსონის ოლქის ხერსონის, კახოვკასა და ბერისლავის რაიონებში მტრის ჯგუფებს დარტყმა მიაყენა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაშია ნათქვამი. 

მათივე ცნობით, ხარკოვის მიმართულებით, მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ოკუპირებული საზღვრების შენარჩუნებაზე.

„მტერი კოჩუბიევკას დასახლების ტერიტორიაზე დაზვერვის განხორციელებას ბრძოლით ცდილობდა. ჩვენმა ჯარისკაცებმა ზუსტი ცეცხლით უპასუხეს და მტერმა უკან დაიხია,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გენშტაბის ცნობით, სევეროდონეცკის მიმართულებით ოკუპანტები აგრძელებენ უკრაინული ქვედანაყოფების წინააღმდეგ საარტილერიო ცეცხლს.

„მტერმა ავიადარტყმა მიაყენა უსტინივკას დასახლებას. ბრძოლა ქალაქ სევეროდონეცკზე სრული კონტროლის დაწესებისთვის გრძელდება,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.