პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შავ ზღვაში ზმეინის კუნძულის მახლობლად რუსული გემი, ბუქსირი „ვასილი ბეხი“ ჩაძირეს. გემი ამერიკული რაკეტით, Harpoon-ით გაანადგურეს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
გამოცემის ცნოიბით, გემს შეიარაღება, საბრძოლო მასალები, პირადი შემადგენლობა და „ტორის“ ტიპის საზენიტო დანადგარი გადაჰქონდა.
„ზმეინის კუნძულზე შეიარაღების და საბრძოლო მასალის ტრანსპორტირებისას Harpoon-ის რაკეტით ბუქსირი „ვასილი ბეხი“ იყო განადგურებული. გადაეცით მოკითხვა კრეისერ “მოსკოვის“ ეკიპაჟს“ - განაცხადა ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაქსიმ მარჩენკომ.
„ვასილი ბეხი“ საკმაოდ ახალი გემი იყო. ის ასტრახანის გემთმშენებელ ქარხანაში ააშენეს და შავი ზღვის ფლოტის შემადგენლობაში 2017 წელს შევიდა.