1782759821
VIDEO: „ელენე ხოშტარიას უნდოდა, რომ დაეპატიმრებინათ - ეს ხომ ფაქტია?! კამერების წინ ხულიგნობდა...“ - ნელი კობიაშვილი
„ელენე ხოშტარიას ნამდვილად უნდოდა, რომ დაეპატიმრებინათ, ეს ხომ ფაქტია?! კამერების წინ ხულიგნობდა... იმიტომ რომ გახდეს გმირი. დავალებაა, ფული ტრიალებს. მაგათ მაინცდამაინც ამ მთავრობის პრობლემა კი არ აქვთ, იქ ფულის გათეთრება ხდება. ყველას თავისი ბიზნესი აქვს, ამათ ეს ბიზნესი აქვთ“, - ამის შესახებ ჟურნალისტმა ნელი კობიაშვილმა ვახო ხუზმიაშვილის „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
„ვითომ სინდისის პატიმრები და ეს პოლიტპატიმრები, იმის შემდეგ, რაც ამათმა გააკეთეს რუსთაველის პროსპექტზე, გამოვიდნენ და დაწვეს რუსთაველის პროსპექტი, შევარდნენ, დაანგრიეს, როგორ შეიძლება მათ პატივი სცე, ან ჩათვალო, რომ ღირსეული ქართველები არიან, მაგრამ მე სხვა რამ მაინტერესებს, ის ხალხი, რომელიც ამას ყველაფერს უკვეთავს, როდესაც ამყარებს იმედს პაატა ბურჭულაძეზე და მურთაზ ზოდელავაზე, ესენი რა ლიდერები არიან, როგორ შეუძლიათ მათ ისეთი ავტორიტეტი მოიპოვონ ქართველ ხალხში, რომ ისინი მთავრობაში მოიყვანონ?! კრიტიკა აუცილებელია, მაგრამ ეს აღარ არის ოპოზიცია“, - განაცხადა ნელი კობიაშვილმა.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო:










