VIDEO: „ჩვენ, არჩევნების ჩატარების მეორე დღესვე განვაცხადეთ ის, რომ ჩვენი ლეგიტიმაცია ამ პარლამენტს არ ექნებოდა“ - ტატა ხვედელიანი

ტატა ხვდელიანი

„ჩვენ, არჩევნების ჩატარების მეორე დღესვე განვაცხადეთ ის, რომ ჩვენი ლეგიტიმაცია ამ პარლამენტს არ ექნებოდა და ჩვენ დღემდე ვინარჩუნებთ ამ კურსს“, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ტატა ხვედელიანმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

„ჩვენზე არ მოქმედებს არავითარი კომენტარები სხვადასხვა ოპოზიციური პარტიებისგან, მათი ლიდერებისგან. ლევან ხაბეიშვილი საერთოდ არ წარმოადგენს ჩვენთვის საინტერესოს. აქედან გამომდინარე, პირდაპირ მასს ასე არ ვუპასუხებ... დაფინანსების საკითხი არანაირ კავშირში არ არის ლეგიტიმაციასთან, “ - განაცხადა ხვედელიანმა.