1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
„სალომე ზურაბიშვილი მშვენიერ განცხადებებს აკეთებს, მაგრამ არ მოჰყავს მოქმედებაში“, - ამის შესახებ პარტია „კანონის და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.
„სალომე ზურაბიშვილი მშვენიერ განცხადებებს აკეთებს, მაგრამ არცერთი განცხადება არ მოჰყავს მოქმედებაში. მოიყვანოს ამ დალოცვილმა ქალბატონმა, რაიმე მოიყვანოს მოქმედებაში, რომ დავიჯეროთ და გავარკვიოთ რა უნდა!“ - აცხადებს თაკო ჩარკვიანი.
ცნობისთვის, 2 მარტს საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „ხალხის ძალის“ კანონის განხილვისას დაპირისპირება მოჰყვა. ხმაურის ფონზე განხილვა მაინც გაგრძელდა. ამის შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოსთან ოპოზიციონერი ლიდერების მიერ დაანონსებული აქცია გაიმართა. აქციაზე 36 პირი დააკავეს.
საგარეო ურთიერთობებისა და თავდაცვის კომიტეტის წევრებმა „ხალხის ძალის“ კანონს მხარი დაუჭირეს.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ანტიკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს და აიკრძალოს ყველა იმ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის პრინციპებს.