ტემპერატურა +30 გრადუსამდე მოიმატებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
1727961802
„მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სასტიკი თავდასხმა არის საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკში, საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვასთან დაკავშირებით განაცხადა.
„კატეგორიულად ვგმობ სასტიკ თავდასხმას საცხოვრებელ კორპუსზე უკრაინის ქალაქ დნიპროში. მოსახლეობის მიმართ ძალადობის მიუღებელი ჩვენება, ეს არის საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დარღვევა. ჩვენ ვდგავართ მათ გვერდით, ვინც დაკარგა საყვარელი ადამიანები დნიპროში და უკრაინაში“, – წერს „ტვიტერში“ სალომე ზურაბიშვილი.
I strongly condemn the atrocious attack on a residential building in #Dnipro, Ukraine. An unacceptable show of violence against peaceful civilians, breaching all norms of international law.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) January 15, 2023
🇬🇪 We stand with those who lost loved ones in Dnipro and across 🇺🇦#SlavaUkraini