„შეცდომები ყველას მოსდის და ყველას აქვს ცუდი პერიოდები...“ - ელენე ეპიტაშვილის გულახდილი ინტერვიუ
1745524044
ამერიკული FARA-ს ანალოგი და ბრიტანული მოდელის მიხედვით მომზადებული მედიის შესახებ კანონპროექტები ბიუროს სხდომაზე ორშაბათს დაინიცირდება.
უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ცვლილებები ქვეყანაში არაერთ სპეკულაციას დაასრულებს.
"ჩვენ ვგეგმავთ FARA-ს მიღებას და ასევე ბრიტანული მედიის შესახებ კანონმდებლობის მიღებას. ორივე დოკუმენტი იქნება წარდგენილი ერთი ერთში ორიგინალთან, ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე ცვლილებების შეტანას. FARA უზრუნველყოფს მაქსიმალურ დაცვას გარე ჩარევებისგან და თქვენ იცით, რომ FARA ერთი საუკუნეა ლამის უზრუნველყოფს ამხელა სახელმწიფოს გარე ჩარევებისგან და იცავს მას, ისევე, როგორც გვინდა, რომ ბრიტანული კანონმდებლობით მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები დეზინფორმაციისგან", - აცხადებს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლადო ბოჟაძე.