ვფიქრობ, საქართველომ მიიღო გარანტიები NATO-სა და ევროკავშირისგან, რომ რუსეთი ვერ უკარნახებს ქვეყნებს საკუთარ მომავალს - მარინა კალიულანდი

კალიულანდი

მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიუსელში პირველი ოფიციალური ვიზიტი დაასრულა, ქართული დელეგაცია ადგილზე რჩება და შეხვედრებს კვლავ განაგრძობს.

10 თებერვალს ბრიუსელში ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა  გაიმართება და ახლა მომზადება სწორედ ამ კომიტეტის სხდომის დღის წესრიგისთვის დაიწყო. პირველი შეხვედრა ნიკოლოზ სამხარაძემ გამართა მარინა კალიურანდთან, რომელიც "კურიერთან" ამბობს, რომ რუსეთის გადასაწყვეტი არ არის როგორი მომავალი ექნებათ კონკრეტულ ქვეყნებს. ევროდეპუტატმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას.

"ჩემი ქართველი კოლეგისგან მივიღე გარანტია, რომ უახლოეს მომავალში დაიგეგმება შეხვედრა საქართველოს პარლამენტის სპიკერისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტს შორის. იმედია, იქნება დრო  და კეთილი ნება ჟან მონეს დიალოგის დაწყების.

ჩვენ მზად ვართ საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობისთვის, განვიხილეთ ჩვენი საპარლამენტო ასოციაციის კომიტეტის შეხვედრის საკითხი, ასევე, უსაფრთხოების საკითხები. ვფიქრობ, რომ ქართველმა ხალხმა და საქართველოს ოფიციალურმა პირებმა მიიღეს გარანტიები NATO-სა და ევროკავშირისგან, რომ მტკიცედ ვდგავართ საქართველოს გვერდით და რუსეთი ვერ უკარნახებს ქვეყნებს საკუთარ მომავალს. სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეს უფლება, თავად გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი პირადად მე ღია კარის პოლიტიკას მხარს ვუჭერ ღია კარის პოლიტიკას,"-აცხადებს კალიულანდი.