პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ვფიქრობ, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტისთვის იქნება უმნიშვნელოვანესი პოლიტიკა გასატარებელი და უახლოეს ოთხ წელიწადში საქართველოს, როგორც ცივილიზებულ ქვეყანას ისე მიიღებს დანარჩენი მსოფლიო, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას.
„ჩვენ ვნახეთ, რომ ბევრმა ქვეყანამ აღიარა, მათ შორის ევროკავშირში, რომ საქართველომ შეძლო სუვერენიტეტის, ღირსების, მშვიდობის შენარჩუნება. გამომდინარე აქედან, ყველა უკვე პატივს გვცემს როგორც ღირსეულ ერს და სახელმწიფოს. ვფიქრობ, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტისთვის იქნება უმნიშვნელოვანესი პოლიტიკა გასატარებელი და უახლოეს ოთხ წელიწადში საქართველოს, როგორც ცივილიზებულ ქვეყანას ისე მიიღებს დანარჩენი მსოფლიო“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
25 ნოემბერს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება. მოხდება უფლებამოსილების ცნობა და ახლად არჩეული დეპუტატები დაიწყებენ საპარლამენტო საქმიანობას.