ვფიქრობ, რომ ამომრჩევლებმა თავისუფლად მისცეს ხმა, საარჩევნო პროცესი კარგად იყო ორგანიზებული - დავიდ ბიტანი

დავიდ ბიტანი

ვფიქრობ, რომ ამომრჩევლებმა თავისუფლად მისცეს ხმა, საარჩევნო პროცესი კარგად იყო ორგანიზებული, – ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელმა, ისრაელის პარლამენტის წევრმა, დავიდ ბიტანმა განაცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო უბანზე პერსონალი ამომრჩევლებს უხსნიდა ხმის მიცემის პროცედურას და ყველაფერი კარგად იყო ორგანიზებული.

ჩვენ მიწვეული ვიყავით როგორც დამკვირვებლები საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე. ჩვენ ჩამოვედით ოპოზიციური კოალიციიდან, რათა დაცული ყოფილიყო ბალანსი. ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ ტარდებოდა არჩევნები. ასევე ვესაუბრეთ ამომრჩევლებს და საარჩევნო კომისიების წევრებს. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ ყველაფერი კარგად იყო ორგანიზებული. ხალხს ხმის მიცემამდე აუხსნეს პროცედურები. ჩვენ ვიმყოფებოდით რამდენიმე საარჩევნო უბანზე სხვადასხვა ადგილას.

ჩვენი შთაბეჭდილებაა, რომ ხალხს შეეძლო თავისუფლად მიეცა ხმა. თითოეულ ამომრჩეველს მიეცა ზუსტი განმარტება, ხმის მიცემის პროცედურების შესახებ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ თავისუფლად მისცეს ხმა. ძალიან სასიამოვნო და შთამბეჭდავი იყო საარჩევნო უბნებზე დემოკრატიის ზეიმის ხილვა. ჩვენ ვესაუბრეთ პერსონალს, რომელიც მუშაობდა საარჩევნო უბნებზე. ასევე ვესაუბრეთ ამომრჩევლებს და დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ მათ თავისუფლად მისცეს ხმა და საარჩევნო პროცესი კარგად იყო ორგანიზებული“, – აღნიშნა ბიტანმა.