კესარიას მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
1732280077
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან რუსლან სტეფანჩუკთან საუბრის შემდეგ, უკრაინასა და საქართველოს შორის არსებული გაუგებრობები, შესაძლოა, აღარ არსებობდეს, ამის შესახებ პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენ ღიად ვსაუბრობთ, მათ შორის, მეც და ჩემმა უკრაინელმა კოლეგამაც საკუთარ განცხადებაში თქვა, რომ გაუგებრობები რაც არის, შეიძლება გაირკვეს. განსაკუთრებით, საქმე, როდესაც სხვადასხვა ინფორმაციას ეხება ჩვენ, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ საქართველოში ხდება დეზინფორმაციის პანიკური აწევა და შემდეგ ამის გატანა საქართველოს საზღვრებს გარეთ, ვინაიდან არის ხოლმე გარკვეული დეზინფორმაციული შტურმი. ჰიბრიდული ომი ამას გულისხმობს, რომ სამწუხაროდ, ამაში ჩართულია ხალხი შიგნითაც, რომელიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ საინფორმაციო ომს აწარმოებს. ამას სჭირდება გადამოწმება. თავისთავად, კომუნიკაციას ბევრი რამის გამოსწორება შეუძლია და ბოლო პერიოდში ინტენსიური კომუნიკაცია მქონდა ჩემს კოლეგასთან. ბევრ რაღაცაში ჩვენ გავერკვიეთ და აბსოლუტურად ვეთანხმებით ერთმანეთს. თქვენ ნახეთ გუშინ მისი ინტერვიუ „იმედზე“, მისი განწყობები და ამიტომაც ვფიქრობ, მას ამისთვის მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა პაპუაშვილმა.