ვფიქრობ, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა, რომ ევროპის საბჭომ საქართველოს დელეგაციის შემადგენლობა და უფლებამოსილება ცნოს - ეკა სეფაშვილი

ეკა სეფაშვილი

[ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის] ზოგიერთი წევრის ეს გადაწყვეტილება, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება, ეწინააღმდეგება თავად ევროპულ ღირებულებებსა და მიდგომებს, - განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა სეფაშვილმა, რომელიც სტრასბურგში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

„ვფიქრობ, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა, ევროპის საბჭომ საქართველოს დელეგაციის შემადგენლობა და უფლებამოსილება სცნოს და საქართველოს დელეგაცია შეუდგეს მუშაობას, ისე როგორც ეკადრება ევროპის საბჭოს და იმ დემოკრატიულ ღირებულებებს რასაც ეს საბჭო ეფუძნება“, - აღნიშნა სეფაშვილმა.

დღეს სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მონიტორინგის კომიტეტი საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების საკითხზე იმსჯელებს.