პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
შედეგების მიხედვით, „ნაცმოძრაობის“ არჩევნებში, სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
როგორც ბექა ლილუაშვილმა აღნიშნა, გაუგებარია, რას ნიშნავს, პარლამენტის დატოვება და მანდატებით ვაჭრობა.
„ეს ხალხი გამოდიოდა და ამბობდა, რომ პარლამენტის დატოვებით ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს შექმნიდნენ, ეს ხელისუფლებაზე ზეწოლის მექანიზმი იქნებოდა და ახლა ზეწოლის მექანიზმს ჩუქნის და უცვლის სააკაშვილის გადაყვანაში ხელისუფლებას? მგონი, ეს იყო ემოციური და ნაჩქარევი განცხადება, რასაც მისი პარტიის წარმომადგენლებიც არ ეთანხმებიან. ოპოზიციის ამ ნაწილმა უნდა მოახერხოს თავის ამომრჩეველთან კავშირის აღდგენა და პარლამენტის დატოვებაზე კი არა, ტრიბუნების აქტიურ გამოყენებაზე უნდა იფიქრონ. პარლამენტში მათი ფლანგი ცარიელია ხოლმე. პარლამენტი სახელმწიფო ინსტიტუტია, სადაც თითოეულ დეპუტატს აქვს ვალდებულება, მანდატი ხალხის ინტერესებისთვის გამოიყენოს. ვერ გავიგე, „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური პარტიაა, თუ ერთი ადამიანის გათავისუფლების სპეცრაზმი?“ – განაცხადა ლილუაშვილმა.