ნახეთ ცვლილება, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდება
1745696182
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით საკუთარ სასამართლო პროცესს კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩაერთო.
მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს თავდაპირველად უკრაინულად მიმართა, შემდეგ კი ქართულად გააგრძელა.
„დარწმუნებული ვარ ჩვენს გამარჯვებაში, მაგრამ თუ მე ვერ ვიცოცხლებ უკრაინის გამარჯვებამდე, რომელიც ძალიან ახლოსაა, ჩემი გული უნდა იყოს დამარხული კიევში, ის ეკუთვნის უკრაინას," - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეებს დაკითხავენ.
სხდომას, ასევე, ესწრებიან მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები, ახლობლები და მხარდამჭერები. პროცესზე იმყოფება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილიც.
გოგა მანიას წინასწარმეტყველება, რომელიც ახდა
1745260232
საქართველოს საპატრიარქო მრევლს აფრთხილებს
1745677403