„მშვიდობით, ჩემო მეგობარო...“ - რას წერს შორენა ბეგაშვილი
1747856125
„ვენეციის კომისიამ გვითხრა, რომ მოსმენების კანონი, მთლიანად გადასახედია“- ამის შესახებ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თელავში განაცხადა.
ნიკა სიმონიშვილი თვლის, რომ ვენეციის კომისიის დღეს გამოქვეყნებული დასკვნა, ძალიან მკაცრია.
„ვენეციის კომისიამ გვითხრა, რომ მოსმენების კანონი მთლიანად გადასახედია. ასევე საკანონმდებლო ჩარჩო საჭიროებს მთლიანად გადახედვას. ვენეციის კომისია დარწმუნდა, რომ ჩვენთან არ არის საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც დაიცავს ადამიანის უფლებებს. ეს აწესებს უამრავ ხვრელს, რაც უკანონო მოსმენის საშუალებას იძლევა. ვენეციის კომისიის დასკვნა შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც უპრეცედენტოდ მკაცრი"- განაცხადა სიმონიშვილმა.
ცნობისთვის, ვენეციის კომისიამ დღეს გამოაქვეყნა დასკვნა, როდის თანახმადაც, მოსმენების შესახებ კანონპროექტი გადასინჯვას საჭიროებს. თავად მოსმენების შესახებ კანონი, საქართველოს პარლამენტმა 2002 წლის 7 ივლისს მიიღო.