პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„დილა მშვიდობისა, მოგესალმებით ყველას! ბატონო პრეზიდენტო, ქალბატონო პრეზიდენტო, მივესალმები ევროკომისიის პრეზიდენტს, აზერბაიჯანის პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, რუმინეთის პრემიერ-მინისტრს, დავიწყებ იმის თქმით, რომ ყველას გულთბილად მივესალმები რუმინეთში, მადლობას გიხდით აქ ყოფნისთვის, პარტნიორობისთვის და ამ უზადოდ მნიშვნელოვანი ოთხმხრივი შეთანხმების ხელმოწერისთვის, რომელიც გულისხმობს სტრატეგიულ პარტნიორობას მწვანე ენერგიის განვითარების და მიწოდების შესახებ, აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის შეთანხმებას“, - ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს ვერნერ იოჰანისმა პლენარულ სესიაზე - „სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელშიც საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობს.
მისივე თქმით, საჭიროა უკეთესი თანამშრომლობა და მეტი სოლიდარობა, საერთო გამოწვევების დასაძლევად, დღევანდელი შეთანხმება კი ქმნის ჩარჩოს გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის ჩვენს ქვეყნებს შორის სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებით.
რუმინეთის პრეზიდენტმა გამოთქვა მოლოდინი, რომ გაფართოვდება საზღვაო ტრანსპორტი საქართველოსთან და საქართველოს მიმართულებით, რომელიც რუმინეთის ხანგრძლივი პარტნიორი,
„ჩვენი მთავარი ამოცანა არის ენერგოუსაფრთხოება და რეგიონალური თანამშრომლობა. ეს საკითხები უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი იყო რუმინეთისთვის, ჩვენი საგარეო პოლიტიკის კონტექსტში და ასევე ჩვენი ეროვნული განვითარების სტრატეგიისთვის. ეს საკითხები მთავარი პრიორიტეტი იყო ევროკავშირისთვისაც, რადგან არსებული უსაფრთხოების სიტუაცია და სამხედრო აგრესია უკრაინაში მიმდინარეობს, ჩვენ გვჭირდება უკეთესი თანამშრომლობა და მეტი სოლიდარობა, საერთო გამოწვევების დასაძლევად. დღევანდელი შეთანხმება ქმნის ჩარჩოს გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის ჩვენს ქვეყნებს შორის სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებით. პირველი მათ შორის არის, წარმოება, ტრანსპორტირება და ვაჭრობა სუფთა ენერგიით. მეორე, განვითარება ახალი გადამცემი ხაზების და ინფრასტრუქტურისა, სახელდობრ შავი ზღვის ელექტრონერგიის წყალქვეშა კაბელი. მესამე არის ერთობლივი პროექტები, მწვანე ჰიდროენერგიის და მეოთხე არის ენერგოეფქტურობა. ეს არის ამბიციური შეთანხმება და ცხადყოფს, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთად ფასეული წვლილი შევიტანოთ ევროპის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებაში და ასევე შეიტანს წვლილს მდგრად განვითარებასა და ზრდაში ამ რეგიონის ქვეყნებში. ასევე გვინდა წინ წავიწიოთ უფრო სუფთა ენერგიის წარმოების კუთხით, გამოწვევები, რომელიც გულისხმობს კლიმატის ცვლილებას ყველას გვეხება ძვირფასო კოლეგებო, უსაფრთხოება, კლიმატი და ეკონომიკური გამოწვევები, მოითხოვს უფრო მეტ ურთიერთჩართვას და თანამშრომლობას რეგიონალურად და გლობალურად. ჩვენი ენერგოთანამშრომლობა არის სტრატეგიული გამოწვევების პასუხი, რომლითაც გაძლიერდება ჩვენი ენერგომედეგობა და უზრუნველყოფილი იქნება დივერსიფიკაცია როგორც წყაროების, ასევე მიწოდების არხების. ეს არის საბაზრო ეკონომიკის საფუძველზე შექმნილი ინიციატივა და მწვანე ენერგიის მიწოდება განსაკუთრებით აზერბაიჯანიდან მომდინარეობს. წინ წამოვა ხელშესახები, ფლაგმანური ინიციატივები, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის სფეროში ხორციელდება. მე მივესალმები დღევანდელ ცერემონიაზე შემდეგი ლიდერების დასწრებას: ევროკომისიის პრეზიდენტ ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს და მისი აქ ყოფნა ადასტურებს იმას, რომ ამ ინიციატივის, ჩვენი ერთობილი ძალისხმევის მიმართ არის ძალიან დიდი მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან. უფრო კონკრეტულად უნდა ვთქვა, რომ შემდეგი ნაბიჯი იქნება ციფრული კაბელის ჩადება, წყალქვეშა ელექტროკაბელთან ერთად და ასევე ველით, რომ გაფართოვდება საზღვაო ტრანსპორტი საქართველოსთან და საქართველოს მიმართულებით, რომელიც არის ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორი, კონსტანცადან მოხდება ეს კავშირი, ასევე გაძლიერდება ვაჭრობა აზერბაიჯანთან და ცენტრალური აზიის რეგიონთან, ძალიან დიდი სამუშაო გვაქვს წინ და ეს გულისხმობს ჩვენი აუთვისებელი პოტენციალის ათვისებას და მედეგობის გაზრდას, მე მივესალმები იმ შეთანხმებას, რომელსაც ხელი ეწერება დღეს და ამ მიზნით გვაერთიანებს ყველას, მადლობას გიხდით,“- აღნიშნა რუმინეთის პრეზიდენტმა.