VIDEO: 86 წლის სილვიო ბერლუსკონი მარკეტში შენიშნეს - ასე გამოიყურება ახლა იტალიის ექსპრემიერი

ბერლუსკონი

სილვიო ბერლუსკონი მარკეტში ახალგაზრდა მეუღლესთან ერთად შენიშნეს - ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. 

იტალიელი პოლიტიკოსი გაზაფხულთან შედარებით საკმაოდ მოტეხილია.

2022 წლის მარტში სკან­და­ლე­ბით ცნო­ბილ­მა 85 წლის სილ­ვიო ბერ­ლუს­კო­ნიმ 32 წლის დე­პუ­ტატ მარ­ტა ფა­ში­ნა­ზე იქორ­წი­ნა.

 

სილვიო ბერლუსკონი გახლდათ იტალიის პრემიერ-მინისტრი 1994-1995, 2001-2006 და 2008–2011 წლებში.

ის არის იტალიის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, ფლობს სამ იტალიური ტელეარხს, იტალიის უდიდეს საგამომცემლო სახლს. 1986 წლიდან არის საფეხბურთო კლუბ „მილანის“ მფლობელი და პრეზიდენტი. ჟურნალ „ფორბსის“ ინფორმაციით, 2011 წელს მისი აქტივები შეფასებული იყო 6 მილიარდ დოლარად.

2012 წლის 26 ოქტომბერს სილვიო ბერლუსკონი საგადასახადო თაღლითობის გამო გაასამართლეს და 4 წელი მიუსაჯეს.

მიმდინარე წლის მარტში ის დაქორწინდა - „მე არ შე­მეძ­ლო ცხოვ­რე­ბა შენს გა­რე­შე, შენ შე­ავ­სე ის...“ - ეს სი­ტყვე­ბი უთხრა სილ­ვიო ბერ­ლუს­კო­ნიმ საყ­ვა­რელ ქალს სა­ქორ­წი­ნო ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე. მანამდე წყვი­ლი ორი წე­ლი ერ­თად ცხოვ­რობდა. ქალი აგარკზე მას­თან სა­ცხოვ­რებ­ლად, ჯერ კი­დევ მა­შინ გა­და­ვი­და, ვიდ­რე ის 34 წლის ფრან­ჩეს­კა პას­კა­ლეს­თან და­ას­რუ­ლებ­და ურ­თი­ერთობას, რო­მელ­საც, რო­გორც ამ­ბო­ბენ, მათ შო­რის არ­სე­ბულ კავ­შირ­ზე ეჭ­ვიც კი არ ჰქონ­და.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ქორ­წი­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი ბერ­ლუს­კო­ნის შვი­ლე­ბი იყ­ვნენ, რად­გან ბერ­ლუს­კო­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მარ­ტას მე­უღ­ლის ქო­ნე­ბი­დან 6 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის მი­ღე­ბა შე­უძ­ლია.

ბერ­ლუს­კო­ნი მანამდე ორ­ჯერ იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი, თუმცა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­დია წერ­და, რომ ქორ­წი­ნე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად მას მუდ­მი­ვად ჰქონ­და რო­მა­ნე­ბი. 2011 წლი­დან ბერ­ლუს­კო­ნი 26 წლის მო­დელ ფრან­ჩეს­კა პას­კა­ლეს­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. მათი ურ­თი­ერ­თო­ბა 9 წელი გაგ­რძელ­და. ქორ­წი­ნე­ბაც სურ­დათ, მაგ­რამ მა­შინ ცე­რე­მო­ნი­ა­ლი არ შედ­გა.