რას ამბობს გოგა მანია კაშხლის საფრთხის შესახებ
1755025231
ეს ფონდები იყო მაცოცხლებელი იმ აგრესიული, დესტრუქციული პროცესებისა, რაც თბილისის ქუჩებში ვითარდებოდა, - განაცხადა ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ვატო შაქარიშვილმა.
მისი თქმით, ამ ფონდების ანგარიშების დაყადაღება სამართლიანია.
„იყო იმ პოტენციურად დანაშაულის ჩამდენი ადამიანების წახალისება და ასე ვთქვათ ხელშეწყობა დანაშაულის ჩადენისკენ. ისინი ჰპირდებოდნენ მათ ჯარიმების გადახდას და სხვა ფულად კომპენსაციებს. ცხადი ეს არის პირდაპირი მოწოდება, ხელშეწყობა და წახალისება დანაშაულისა, ამიტომ აბსოლუტურად სამართლიანად მიგვაჩნია ამ ფონდების ანგარიშების დაყადაღება“, - განაცხადა შაქარიშვილმა.
საქართველოს პროკურატურამ რამდენიმე ფონდის საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით განცხადება 17 მარტს გაავრცელა.