დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ამ ცისქვეშეთში ახალი არაფერი და ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია – ვაშაძემ ცხელი შემოდგომა ხომ მოაწყო და დაბრდღვნა, დაამტვრია კრამიტები, ახლა 24 თებერვლიდან აიწყვიტავს და ვეღარ გააჩერებენ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ვერანაირ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას ვაშაძე ვერ დაიწყებს.
„არ მჯერა, რომ ამ ამბისგან რაიმე გამოვა, არანაირ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას ვაშაძე ვერ დაიწყებს. ამას მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია სჭირდება. ამ წრეში ვერც ერთს ვხედავ და ვერც მეორეს, ეს ყველაფერი არასერიოზულია. ღრმად მჯერა, რომ „ქართული ოცნების“ არჩევნებში დამარცხება შესაძლებელია და თუ ვინმე ამას უნდა აკეთებდეს ოპოზიციიდან, მაშინ უნდა ვფიქრობდეთ, როგორ მოვუგოთ „ოცნებას“ არჩევნები და ამომრჩეველს არ ვატყუებდეთ კიდევ ერთი მძინვარე გაზაფხულით და მძვინვარე შემოდგომით, რომელიც არანაირად არ იყო მძვინვარე ისევე, როგორც გაზაფხული არ იყო მძვინვარე. ეს ყველაფერი არის ჭიქაში ქარიშხალი და ლუდის კათხაში ბაქიბუქი. ხალხი ამ ყველაფერს უყურებს და გაანალიზებს, რა და როგორ არის“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა მოსახლეობას 24 თებერვალს რუსთაველის გამზირზე აქციაზე გასვლისკენ მოუწოდეს.