როგორი ზამთარია მოსალოდნელი საქართველოში - სინოპტიკოსების პროგნოზი
1794254992
ჩინეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარესთან შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა, შევთანხმდით, რომ მომავალ წელს, ზაფხულში ახალგაზრდები ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას, – განუცხადა ჩინეთში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვარლამ ლიპარტელიანმა ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს სამომავლო გეგმებზეც.
„ჩინეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარესთან შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა, შევთანხმდით, რომ მომავალ წელს, ზაფხულში ახალგაზრდები ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ აქამდე არასოდეს ყოფილა ურთიერთობა ჩინეთისა და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ გუნდებს შორის. ვფიქრობ, ეს ძალიან ღირსეული და კარგი ნაბიჯია ჩვენი მხრიდან, რომ მომავალში უფრო გაღრმავდეს ურთიერთობები, გაღრმავდეს ეკონომიკური მიმართულებით, ასევე ჩვენმა ახალგაზრდებმა შეძლონ თავისუფლად ჩამოსვლა ჩინეთში, მიიღონ განათლება“, - აღნიშნა ლიპარტელიანმა.
,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, მათ შორის, ახალგაზრდული ორგანიზაციისა და ქალთა ორგანიზაციის წევრები, პეკინში, ჩინეთის მმართველი პარტიის საგარეო მიმართულების ხელმძღვანელის მიწვევით იმყოფებიან.